ფეხბურთი

12:24 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მანჩესტერის ისტორიას პატივი უნდა ვცეთ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (6:1) გამარჯვება შეაფასა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის შედეგი გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ ანგარიში - კი.

„ძალიან კარგი, შთამბეჭდავი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ჩემთვის ეს გასაკვირი არაა. მხოლოდ ანგარიშია გასაკვირი, რადგან აქ („ოლდ ტრაფორდზე) 6:1 მოგებას არავინ მოელის. შეიძება აქ კიდევ 20-ჯერ ჩამოვიდე და ასეთი ანგარიშით ვერ მოვიგოთ. ეს იმიტომ, რომ მოხდა, რომ „ტოტენჰემი“ ფენომენალური იყო. გუნდს შესანიშნავი ხასიათი და დიდი თავდაჯერება აქვს.

პატივი უნდა ვცეთ „მანჩესტერ იუნაიტედს“ და მის ისტორიას. ისინი არასდროს ნებდებიან, მაგრამ სამი ქულის აღება მოვახერხეთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემამდე“ სწორედ „მანჩესტერში“ მუშაობდა, საიდანაც 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110944