ფეხბურთი

0:28 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი იტალიაში: "ნაპოლი" ტურინში სათამაშოდ არ გაუშვეს, "იუვენტუსი" მზადაა მოედანზე გავიდეს

იტალიის სერია A-ს მესამე ტურის მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის შესაძლოა არ ჩატარდეს. საქმე ისაა, რომ ნეაპოლურ გუნდში ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და გუნდიც მზად იყო ტურინში წასულიყო.

თუმცა, ბოლო მომენტში ნეაპოლის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გუნდის ტურინში გამგზავრება დაბლოკეს, ყველა ფეხბურთელი სახლში დაბრუნდა და იზოლირებულნი არიან. ნეაპოლში მიიჩნევენ, რომ „ნაპოლის“ თამაში ძალიან დიდი რისკია.

პარალელურად, „იუვენტუსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მზად არიან კალენდრის მიხედვით გავიდნენ მოედანზე და შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.

რა მოხდება ახლა? დებულების თანახმად „ნაპოლის“ ტექნიკური წაგება (0:3) უნდა ჩაეთვალოს, მაგრამ იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ მატჩი უბრალოდ გადადონ. საქმე ისაა, რომ პროტოკოლის თანახმად, იტალიაში კორონავირუსის გამო მატჩის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ კლუბი 13 ფეხბურთელს თავს ვერ უყრის, სხვა შემთხვევაში ვალდებულია ითამაშოს. „ნაპოლიში“ კი როგორც გითხარით მხოლოდ ორ მოთამაშეს აქვს დადებითი ტესტი...

ამასობაში, ლეგა კალჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "იუვენტუსი" - "ნაპოლის" მატჩის ჩატარებით თარიღაც კვლავინდებურად 4 ოქტომბერი რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117521