ფეხბურთი

19:37 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელ ელიფ ელმასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯენარო გატუზოს გუნდში ბოლო ოთხ დღეში მესამედ ჩატარდა COVID-19-ისტესტირება და გუშინ პიოტრ ჟიელინსკის პასუხი იყო დადებითი.

დღევანდელმა ტესტებმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა ელმასის გარდა. ჩრდილოეთ მაკედონიელი იზოლაციაში გადავიდა და გუნდს ხვალ „იუვენტუსთან“ ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩს, ბოლო ცნობებით, არ გადაიდება და დათქმულ ვადებში გაიმართება.

0.111393