ფეხბურთი

14:46 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას თვალი ფათიჰ თერიმმა დაადგა და ზამთარში მისი შეძენა უნდა

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით სტამბოლის „გალათასარაი“ დაინტერესდა. Metaratings.ru-ს ცნობით, 19 წლის შემტევით პირადად ფათიჰ თერიმია დაინტერესებული.

თურქები ხვიჩას შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან, თუმცა სხვა უფრო მეტი კონკრეტული დეტალი უცნობია.

თავის მხრივ, რუსულ მედიასთან „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა რუსთემ საიმანოვმა კვარაცხელიას გაყიდვის შესაძლებლობა ამ ეტაპზე გამორიცხა.

შეგახსენებთ, ქართველს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარესეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

0.112805