ფეხბურთი

12:31 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლაციომ" "მანჩესტერის" ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

რომის „ლაციომ“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ანდრეას პერეირა დაიმატა. 24 წლის ბრაზილიელი, რომელიც ბელგიაშია დაბადებული უკვე იტალიაშია და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

პერეირას „მანჩესტერში“ დებიუტი 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა და მას შემდეგ „წითელი ეშმაკების“ ღირსება 75 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

ანდრეას 2016-2018 წლებში ესპანურ კლუბებში, „გრანადასა“ და „ვალენსიაშიც“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110876