ფეხბურთი

11:30 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" "რეალის" თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ მადრიდის „რეალიდან“ ბორხა მაიორალი დაიმატა. ესპანელმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მაიორალი „რომაში“ ორწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავიდა, რომლის ღირებულება პირველ წელს 15 მილიონი ევრო, ხოლო მეორე წელს 20 მილიონი ევრო იქნება.

ბორხა მაიორალი ბოლო ორი სეზონი „ლევანტეში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „სამეფო კლუბს“ გერმანულ „ვოლფსბურგშიც“ ჰყავდა განათხოვრებული.

0.108961