ფეხბურთი

0:25 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ოქტომბერში გასამართი სამი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სკუადრა აძურას“ რიგებში მანჩინიმ 34 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მარკო სილვესტრი (ვერონა), სალვატორე (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელი: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარი (შანხაი, ჩინეთი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), ჩირო იმობილე (ლაციო), მოიზე კინი (ევერტონი), კევინ ლასანია (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია)

იტალიის ნაკრები 7 ოქტომბერს ფლორენციაში მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 11 და 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის ეგიდით პოლონეთსა და ნიდერლანდებს შესაბამისად, გდანსკსა ბერგამოში დაუპირისპირდება.

0.137254