ფეხბურთი

20:38 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადხგენლობა დაასახელა.

ესპანეთი 7 ოქტომბერს პორტუგალიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში ერთა ლიგის მატჩს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. 13 ოქტომბერს კი "ფურია როხა" უკრაინას შეხვდება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, ენრიკეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: დავიდ დე ხეა, კეპა არისაბალაგა, უნაი სიმონი;

მცველები: ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, ერიკ გარსია, დიეგო ლიორენტე, ხოსე გაია, სერხიო რეგილონი;

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, როდრი, ფაბიან რუისი, მიკელ მერინო, დანი სებალიოსი, სერხიო კანალესი, ხოსე კამპანია;

თავდამსხმელები: როდრიგო მორენო, მიკელ ოიარსაბალი, ჟერარ მორენო, ანსუ ფატი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, ადამა ტრაორე;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113812