ფეხბურთი

19:05 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენს" კრისტიან ერიქსენის დამატება უნდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მილანის „ინტერის“ ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის შეძენას გეგმავს. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო უკვე დაუკავშირდა დანიელის აგენტს და 28 წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფრანგულ კლუბში გადასვლაზე ისაუბრეს.

თავად ფეხბურთელს მილანური გუნდის დატოვება სურს, კლუბის ხელმძღვანელობას კი მისი გაშვება არ უნდა.

შეგახსენებთ,რომ კრისტიან ერიქსენი „ნერაძურის“ რიგებში გასულ ზამთარში „ტოტენჰემიდან“ გადავიდა, მას შემდეგ კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით 22 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119027