ფეხბურთი

18:42 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოაში" Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

იტალიურ „ჯენოაში“კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. Football Italia-ს ინფორმაციით Covid 19 კიდევ 3 ფეხბურთელს დაუდასტურდა.

წყაროს ცნობით, საერთო ჯამში კლუბში 22 ინფიცირებულია, მათგან 16 ფეხბურთელია. ბოლო ტესტირებისას კოვიდ ინფექციაზე დადებითი პასუხი პეტარ ბრლეკს, მიხა ზაიცს და მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ თანაშემწე ვალტერ ბრესანს მოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ხელმძღვანელობამ 3 ოქტომბერს დაგეგმილი „ჯენოასა’ და „ტორინოს“ მატჩი გადადო. თუ როდის ჩატარდება აღნიშნული შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

0.152089