ფეხბურთი

18:13 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუს აღიარება - ბელგიელი საუკეთესოდ დაასახელეს

ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ აღიარეს. მილანის „ინტერის“ ფორვარდს ეს საპატიო წოდება უეფას შტაბ ბინაში გამართულ წილისყრაზე ერგო.

27 წლის ბელგიელმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 7 გოლთან ერთად - 2 საგოლე პასია.

2019-2020 წლების სეზონში კი, ლუკაკუმ „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირის ჩათვლით 47 შეხვედრაში მოირგო და მეტოქის დამწუხრება 30-ჯერ შეძლო. ბელგიელმა ახალი სეზონიც შთამბეჭდავად დაიწყო, რადგან საუკეთესოს წოდებასთან ერთად, უკვე ჩატარებულ 2 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491