ავტოსპორტი

14:50 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმოლას რბოლას 13 000 მაყურებელი დაესწრება

ფორმულა 1-ის ემილია რომანიას დიდი პრიზის რბოლაზე, რომელიც იმოლას ტრეკზე გაიმართება, ორივე დღეს 13-13 ათას მაყურებელს დაუშვებენ. ეტაპს არ ექნბა პარასკევის თავისუფალი პრაქტიკები. მისი კვალიფიკაცია 31 ოქტომბერს გაიმართება, რბოლა კი - 1 ნოემბერს. ეს იქნება მესამე ეტაპი, რომელსაც იტალია უმასპინძლებს.

ბოლონიას მახლობლად მდებარე ამ ქალაქში, ფორმულა 1-ის რბოლა ბოლოს 2006 წელს ჩატარდა და მაშინ სან მარინოს დიდი პრიზი ერქვა. ამჯერად კალენდარში მხოლოდ იმის გამო დააბრუნეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო განახევრებული კალენდარი შევსებულიყო.

„იმის წყალობით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები გავატარეთ, შესაძლებელი გახდა რბოლებზე შეზღუდული რაოდენობით მაყურებლის დაშვება. ყოველ დღე რბოლაზს 13 ათასზე მეტი მაყურებელი ეყოლება“, - ნათქვამია რბოლის ორგანიზატორთა განცხადებაში. მათივე თქმით, ბილეთების გაყიდვა ერთი კვირის წინ დაიწყეს და რამდენიმე სექტორის ადგილები უკვე სრულად არის გაყიდული.

სეზონის პირველი რვა რბოლა მაყურებლის გარეშე გაიმართა. მხოლოდ 2800 მაყურებელი დაესწრო ტუსკანის დიდ პრიზს მუჯელოში. სოჭის რბოლისას კი ტრიბუნაზე 30 ათასი მაყურებელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110326