ფეხბურთი

22:45 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დესტი "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ ნიჭიერი მარჯვენა მცველი სერჟინო დესტი დაიმატა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ამერიკელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„აიაქსმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევროა.

სერჟინო დესტი „აიაქსის“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და 38 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119151