ძიუდო

14:45 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ევროპის კავშირმა 4 ღონისძიება გააუქმა

ძიუდოს ევროპის კავშირმა (EJU) 4 ღონისძიება გააუქმა, 2 ტურნირისთვის კი ახალი თარიღები განსაზღვრა.

იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც გაუქმდა არის სალონიკის კადეტთა ევროპის თასი და ტალინის ევროპის ძიუდოს ღია პირველობა. ასევე გაუქმდა კოპერის (სლოვენია) კადეტთა ევროპის თასი და ტეპლიცეს (ჩეხეთი) იუნიორთა ევროპის თასი.

გარდა ამისა, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატისთვის განისაზღვრა 4-6 ნოემბერი, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის - 7-8 ნოემბერი. ორივე ტურნირს პორეცი (ხორვატია) უმასპინძლებს.

ძიუდოს ევროპის კავშირის მთავარ შეჯიბრებას - ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მაისიდან რამდენიმეჯერ გადავადდა, 19-21 ნოემბერს პრაღა უმასპინძლებს.

geonoc.org.ge

0.157345