რაგბი

13:16 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრებში 4 ქართველი მორაგბე გამოიძახეს

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა 48 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. თურქეთში გასამართი შეკრებისთვის მან გუნდში 4 ქართველი მორაგბე გამოიძახა.

4 ქართველიდან 3 ლეგიონერად ითვლება. მათგან მხოლოდ ნიკოლაი კაზალიკაშვილი თამაშობს რუსეთის ჩემპიონატში. საბა გაბუნია „ბაგრატის“, გიორგი როყვა „სტად ბაჟნერასის“, შაკო ოდიშარია კი „ავენირ კასტანიენის“ ღირსებას იცავენ.

რუსეთის ნაკრები თურქულ შეკრებას 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის, 1 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12158