ფეხბურთი

12:21 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონამ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი იპოვნა

აბა, ლეგენდარული და გადარეული დიეგო მარადონასგან უცნაურობები ვის გაუკვირდება? გარდანქეშანი კაცია, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. მარადონობის გამო პატიობენ ბევრ რამეს, თორემ აქამდე დიდ შარში იქნებოდა გახვეული.

დონ დიეგო ახლაც მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა სასკანდალო ამჯერად არაფერი ყოფილა.

მოგეხსენებათ, ამჟამად დიეგო „ხიმსასიის“ მთავარი მწვრთნელია და არგენტინის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში უცნაური, სკაფანდრის შუშისმაგვარი სახის დამცველით გამოჩნდა სათადარიგოთა სკამზე. ეტყობა, ასეთი ნიღაბი მიაჩნია კორონავირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103568