ფეხბურთი

20:45 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემმა" ლუკმენი "ლაიპციგიდან" ინათხოვრა

ინგლისელი ფეხბურთელი ადემოლა ლუკმენი მიმდინარე სეზონის დარჩენილ პერიოდს "ფულჰემში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. გერმანელები იჯარაში 2 მილიონ ევროს მიიღებენ.

ლუკმენი "ჩარლტონის" აკადემიის აღზრდილია და "ლივერპულმა" 2017 წელს დაიმატა. "ლაიპციგმა" ფეხბურთელი 2019 წელს დაიმატა და გასულ სეზონში გერმანული კლუბის მაისურით ადემოლამ 13 მატჩი ჩაატარა და მოედანზე სულ 377 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111694