ფეხბურთი

20:23 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანის "კალიარიში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი "კალიარის" სრულფასოვანი წევრი გახდება. როგორც Football Italia იუწყება, მილანის "ინტერმა" და "კალიარიმ" ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღიწეს და შემტევი ნახევარმცველი 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ ყოფილ კლუბში დაბრუნდება.

ასევე ცნობილია, რომ "კალიარიდან" "ნერაძური" ორ ახალგზარდა მოთამაშეს დაიმატებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 20 წლის რიკარდო ლადინეტი "ინტერში" გადავა, ასევე რობერტუ ბიანკუს, ფედერიკო მარიგოსუს და ლუკა გალიანოს შორის მილანელები ერთ-ერთს აირჩევს და ამ ორ ფეხბურთელში "ინტერი" 12 მილიონს გადაიხდის.

ნაინგოლანი "კალიარიში" "ინტერმა" გასულ წელს გაანათხოვრა და 2019/20 წლების სეზონში რაჯამ 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.166692