ფეხბურთი

17:57 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიურმა გუნდმა ფეხბურთელი მკვლელობის სცენით წარადგინა (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს კლუბმა „რეჯინამ“ პოლონელი მცველი ტიაგო ჩონეკი „სპალიდან“ დაიმატა და ორიგინალური ვიდეოკლიპით წარადგინა. ყველაფრის ინსპირაცია კი ის გახდა, რომ მარტში თამბაქოს მაღაზიაში ძარცვა სცადა, ჩიონეკმა კი დამნაშავე დაიჭირა.

„რეჯინას“ ვიდეოც ამ ისტორიაზეა აგებული. დამნაშავე მაღაზიაში შედის, მაგრამ დანაშაულის ჩადენას ვერ ახერხებს, რადგან იქ ჩიონეკი ხვდება და ადგილიდან მირბის, პოლონელი მცველი კი ამბობს: „ახლა მე დაგიცავთ“.

მოქმედება ერთი საათის შემდეგ გრძელდება, ამჯერად ჩიონეკი აღარ არის ადგილზე და ბოროტმოქმედი მკვლელობას ჩაიდენს, ფრაზით - „ახლა თქვენ დაუცველები ხართ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111888