ფეხბურთი

16:50 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის ცნობილია, მიხაელ მარხელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის გუნდში 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

ცნობისთვის შემადგენლობაში მოთამაშეები მხოლოდ სამი ქვეყნის კლუბებიდან არიან - ბელარუსი, რუსეთი და ყაზახეთი. ბელარუსის ნაკრები საქართველოს გარდა, ოქტომბერში ლიეტუვასა და ყაზახეთის ნაკრებებს შეხვდება.

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალექსანდრ გუტორი (შახტიორი), დენის შჩერბიცკი (ბატე), იგორ ხატკევიჩ (ისლოხი)

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ტორპედო), დენის პოლიაკოვი (კაირატი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალექსანდრ პავლოვეცი (დინამო, ბრესტი), რომან იუზეპჩუკი (დინამო, ბრესტი), ალექსანდრ საჩივკო (შახტიორი), ნიკოლა ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი),

ნახევარმცველები: იგორ სტასევიჩი (ბატე), პაველ ნეხაიჩიკი (ბატე), ევგენი იაბლონსკი (ბატე), ივან მაევსკი (ასტანა, ყაზახეთი), მაქს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი (დინამო, ბრესტი), კირილ პეჩენინი (დინამო, ბრესტი), იური კოვალევი (არსენალი, რუსეთი), ვალერი გრომკო (არსენალი, რუსეთი), დმიტრი პოდსტრელოვი (შახტიორი), ივან ბახარი (დინამო, მინსკი), ვლადისლავ კლიმოვიჩი (დინამო, მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო)

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიჩი (ბატე), ნიკოლაი სიგნევიჩი (ბატე), დენის ლაპტევი (დინამო, ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი)

შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116202