ფეხბურთი

14:00 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაზრდილი დადებითი პასუხები - ორგანიზატორები პრემიერლიგის გაუქმებაზე ან ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობენ

ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი შესაძლოა კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდეს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა იმსჯელეს და ჩემპიონატის შეწყვეტის შესაძლო კრიტერიუმები განიხილეს.

მათი გადაწყვერილებით, თუ ინგლისის ჩემპიონატის დაწყებიდან გასული იქნება სატურნირო დისტანციის ორი მესამედი, მას ნაადრევად დაასრულებენ და თუკი გუნდები 38 ტურიდან 26 შეხვედრას ვერ ჩაატარებენ, ამ შემთხვევაში ჩემპიონატი გაუქმებულად გამოცხადდება.

ლიგის 20 გუნდიდან ჩემპიონატში Covid 19-ზე ტესტირების მეოთხე ეტაპი ჩატარდა და 10 გუნდში კორონავირუსის დადებითი ფაქტები დადასტურდა. აღნიშნული ტესტების ჩატარების მომენტიდან დღემდე, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

პრემიერლიგის გასული სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა და ის ივნის-ივლისში დაასრულეს.

0.165035