ფეხბურთი

11:06 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ვალერი გაზაევმა გამოარჩია

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში Championat-ის ვერსიით მოხვდა, რომლისთვის სიმბოლურ ნაკრებს ყოველი ტურის შემდეგ ვალერი გაზაევი ადგენს.

„რუბინმა“ ისევ მოიგო, კვარაცხელიამ თავისი კარგი დრიბლინგების მეშვეობით ბევრი სიმწვავე შექმნა“, - წერს სტატიაში გაზაევი.

კვარაცხელიამ გასულ ტურში ვოლგოგრადის „როტორთან“ გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 თამაშში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

0.112596