ფეხბურთი

10:24 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ყველაფერი "ბარსას" სასიკეთოდ მოხდა"

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ქომაგებს ბოდიში მოუხადა იმ მოვლენების გამო, რომელიც ბოლო დროს მისი და კლუბის გარშემო განვითარდა. არგენტინელის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანი კლუბში სიტუაციის გამოსწორება იყო.

„ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მოხდა, მინდა ვთქვა, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ „ბარსელონას“ სასიკეთოდ და დაველოდოთ საუკეთესოს, რომელიც ჯერ არ მოსულა. ვნება და ენთუზიაზმი ჩვენი მიზნების მისაღწევად მთავარი გასაღებია - ყველა ერთად უნდა ვიყოთ.

პასუხისმგებელი ვარ ჩემს შეცდომებზე თუ ის დავუშვი, მაგრამ ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ „ბარსელონას“ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და გაძლიერებულიყო. მინდა მივმართო კლუბის გულშემატკივრებს - ბოდიში თუ გაწყენინეთ ჩემი სიტყვებით ან საქციელით, მაგრამ ეს ყველაფერი „ბარსელონას“ სასიკეთოდ გავაკეთე“, - ციტირებს მესის სიტყვებს Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონაში“ დარჩენა მინიმუმ სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა და პირველი მატჩში „ვილიარეალს“ გოლი გაუტანა. ჯერჯერობით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება, საუბარი არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109922