ფეხბურთი

17:23 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ანანიძემ კარიერა არ უნდა დასრულოს, მაღალ დონეზე კვლავ ითამაშებს"

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ჯანო ანანიძისა და სოლომონ კვირველიას შესახებ რუსულ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

Sport24-თან საუბარში ზურიკომ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომარ ათამაშებდნენ „ლოკომოტივში“ კვირკველიას და ასევე თქვა, რომ ანანიძემ კარიერა არ უნდა დაასრულოს.

„ჯანომ კარიერა არ უნდა დაასრულოს! ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე კვლავ ითამაშებს. რაც შეეხება კვირკველიას, მას „როტორამდეც“ ვიცნობდი და ჩემთვის ძალიან კარგი მოთამაშეა. არ მესმის, რატომ ვერ ხვდებოდა ბოლო დროს „ლოკომოტივის“ ძირითადში“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, დავითაშვილი და კვირკველია „როტორში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით იმყოფებიან, ხოლო ანანიძემ ვოლგოგრადულ გუნდში ერთი თვე გაატარა და შემდეგ გუნდი დატოვა, რადგან ტრავმის დროულად მოშუშება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135365