ფეხბურთი

12:24 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: „თაფლობის თვე“ დამთავრდა. სულშერს პრიზის მოგება მოუწევს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინმა, გუნდის ახლანდელი მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის შესახებ ისაუბრა.

„ახალ სეზონში მოთხოვნები გაიზრდება. წინა ჩემპიონატში მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო, რაც შესრულდა. ასევე სამი ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ. მაგრამ ახლა ეს საკმარისი აღარ იქნება. ვფიქრობ, სულშერის „თაფლობის თვე“ დამთავრდა და თუ სამსახურის შენარჩუნება უნდა, რაღაც აუცილებლად უნდა მოიგოს. უახლოეს მომავალში კი „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დონეზე აიყვანოს გუნდი.“ - ციტირებს კინის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114602