ფეხბურთი

11:49 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ჟოტა შესანიშნავია“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს, პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „არსენალის“ წინაამდეგ (3:1), გუნდის პორტუგალიელი ახალწვეულის, დიოგო ჟოტას დებიუტის შესახებ ესაუბრა.

„დიოგუ საუკეთესოა. კარგი ბიჭია. ძნელია ისეთი გუნდის გაძლიერება, როგორიც ჩვენია, თუმცა მას ეს შეუძლია. სამი წელიწადია ვაკვირდები და აი, ბოლოს და ბოლოს, ჩვენთანაა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

ჟოტა „ლივერპულის“ ფეხბურთელი 19 სექტემბერს გახდა. მერსისაიდელებმა ის „ვულვერჰემპტონიდან“ 44,7 მილიონ ევროდ შეიძინეს.

„არსენალის“ წინააღმდეგ პორტუგალიელი მინდორზე 79-ე წუთზე გამოჩნდა და 11 წუთში სადებიუტო გოლიც გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113991