ფეხბურთი

21:35 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "კლაკსვიკთან" განადგურების შემდეგ განცხადება გაავრცელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" სოციალურ ქსელში განცხადება განათავსა. დედაქალაქურმა გუნდმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხისთვის გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკთან" 1:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119139