სხვა

17:22 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა და ტოკიო-2020-მა ოლიმპიური თამაშების ჩატარების გეგმა შეათანხმეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, IOC-ის საკოორდნიაციო კომისიასა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს შორის შემდგარ ონლაინ-სხდომაზე მთლიანობაში 50 პუნქტი შემუშავდა, რომლებიც მიმართულ იქნება 2021 წელს ჩასატარებელი თამაშების გამარტივებისკენ. საუბარია სფეროების მიხედვით ხარჯების, მომსახურე პერსონალის შემცირებაზე, სატრანსპორტო სამსახურის ოპტიმიზაციაზე. ონლაინ რეჟიმში ჩატარდება რიგი წინასაოლიმპიადო შეხვედრები და გაფართოებული სხდომები, გაკონტროლდება თამაშების მსვლელობისას მაყურებელთა აქტიურობა. გარდა ამისა, არ ჩატარდება თამაშების გახსნამდე ოლიმპიურ სოფელში ტრადიციად ქცეულ მისასალმებელი ცერემონია მონაწილე ქვეყნების ოლიმპიური დელეგაციების მონაწილეობით, 10-15 პროცენტით შემცირდება ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე ოფიციალურ პირთა დასწრება.

შესაბამისი ზომები მიმართულია ხარჯების მაქსიმალურად შესამცირებლად, თამაშების უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩასატარებლად.

„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხო და საიმედო თამაშების ჩატარება ისე, რომ ამ რთულ დროში საზოგადოება მას გაგებით მოეკიდოს, - ამბობს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი, - ეს პროცესი სამომავლოდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. ის მისაბაძი მაგალითი გახდება მომავლის გლობალური მოვლენებისთვის, რადგანაც ადამიანები ახალ ცხოვრებასთან ადაპტირდებიან. გამარტივებებისთვის დაუღალავად შრომას მომავალი წლისთვისაც გავაგრძელებთ."

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი სახსრების ეკონომიაზე ინფორმაციას წარმოადგენს ოქტომბერში დაგეგმილ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.

გარდა ამისა, საკოორდინაციო კომისია გაეცნო COVID-19-ის წინაააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებულ განახლებულ ინფორმაციას.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112808