სხვა

21:58 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიან ალაფილიპი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფრანგი ჟულიან ალაფილიპის გამარჯვებით დასრულდა საგზაო ველოსპორტში მსოფოიო ჩემპიონატის ბოლო რბოლა, მამაკაცთა საგზაო რბოლა. ალაფილიპის მიერ, ბოლო აღმართზე წამოწყებულ შეტევას მეტოქეებმა ვერაფრით უპასუხეს. 1997 წლის შემდეგ, საგზაო რბოლაში ფრანგმა ველომრბოლმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ალაფილიპს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვება სამი წლის წინათაც შეეძლო, როცა ბერგენში (ნორვეგია) მსგავსი შეტევა დაიწყო და ფინიშამდე 1 კილომეტრით ადრე, ლიდერი იყო. მაგრამ მაშინ ძალა ბოლომდე არ შერჩა. ამჯერად კი საფრანგეთის ნაკრების წევრებმა კარგი სამსახური გაუწიეს - ბოლოსწინა აღმართზე, მეტოქეთა შეტევებს გიიომ მარტინმა უპასუხა და ამით ალაფილიპს ძალების გაფრთხილების საშალება მისცა.

258.2-კილომეტრიან დისტანციაზე (9 წრე, თითოს სიგრძე 28.8 კმ), როცა ფინიშამდე 12 კილომეტრიღა იყო დარჩენილი, ალაფილიპთან ერთად, მოწინავე ჯგუფში მხოლოდ შვეიცარიელები იაკობ ფურსლანგი და მარკ ჰირში, ბელგიელი ვუტ ვან აერტი, ტურ დე ფრანსის ვიცე ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი და პოლონელი მიხალ კვიატკოვსკი იყვნენ შემორჩენილნი.

ფრანგმა სწორედ ამ დროს დაიწყო შეტევა, რომელმაც მსგავსი მანევრი, მილანი-სან რემოს კლასიკური რბოლის დროსაც გამოიყენა. მაგრამ მაშინ ვან აერტმა აჯობა. ამჯერად კი ბელგიელს ალაფილიპის შეტევაზე საპასუხოდ, ძალა აღარ შერჩენოდა. ფრანგი პირველი შევიდა იმოლას სარბოლო ტრეკზე, რომელიც მალე ფორმულა 1-ის რბოლას უმასპინძლებს. დანარჩენებმა კი ბრძოლა მხოლოდ მეორე ადგილისთვის. ვან აერტი მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი ჰირში გავიდა.

„ჩემთვის რამის თქმა ძნელია. მინდა, ჩემ ყველა თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო, ვისაც დღეს ჩემი სჯეროდა. ჩვენ ერთად, შესანიშნავად ვიმუშავეთ. ეს ჩემი კარიერის ოცნება იყო. ერთხელ მის ასრულებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ აქამდე კვარცხლბეკზეც არ ვმდგარვარ. დღეს კი ოცნბა ამისრულდა“, - განაცხადა ახალმა ჩემპიონმა, ვინც ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპზე, ყვითელი მაისურიც კი მოირგო, ოღონდ მცირე დროით.

0.161065