ფეხბურთი

20:08 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: „სუარესი იდეალურად მოერგება სიმეონეს სტილს“

„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რივალდომ, ჟურნალისტებთან ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„ლუისმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო. მინდოდა „ბარსელონაში“ დარჩენილიყო, ის კიდევ გამოადგებოდა კატალონიელებს, მაგრამ რონალდ კუმანმა აგრძნობინა, რომ მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლა ლუისი შეუერთდა გუნდს, სადაც მას დააფასებენ.

ვიმედივნებ, „ატლეტიკოში“ ყველაფერი კარგად წაუვა. მისი ქომაგი გახლავართ. დარწმუნებული ვარ, დიეგო სიმეონეს გაუხარდებოდა ურუგვაელის მასთან გადასვლა. სუარესი იდეალურად მოერგება სიმეონეს სტილს.“ - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Goal.com.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114182