ფეხბურთი

15:58 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავას რუსეთის პრემიერლიგის გუნდი იწვევს

საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა შესაძლოა „ხიმკიში“ გადავიდეს. რუსული კლუბის მთავარ მწვრთნელ იგორ ჩერევჩენკოს შემადგენლობის გაძლიერება 31 წლის ქართველი მცველით სურს.

ჩერევჩენკო ტულის „არსენალში“ მუშაობდა და გრიგალავას კარგად იცნობს, სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ხოლო მიმდინარე სეზონში გიას ძირითადად სათადარიგო სკამზე უწევს ყოფნა და რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.

ქართველ მცველს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „როსტოვში“, „მოსკვაში“, „ვოლგაში“. „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟიში“, აგრეთვე, კვიპროსში „პაფოსისა“ და „ეთნიკოსის“ წევრი იყო.

„ხიმკი“ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს და 8 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, მხოლოდ „როტორს“ უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114605