ფეხბურთი

12:56 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "კონტეს "იუვენტუსში" პირლოს მიყვანა არ უნდოდა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ანდრეა პირლო შეაქო და ანტონიო კონტე გააკრიტიკა. „ფანტანტონიოს“ აზრით, კონტეს ხარისხიანი მოთამაშეები არ მოსწონს და თავის დროზე, მას „იუვენტუსში“ არც ანდრეა პირლოს ყოფნა უნდოდა.

„ეს არავის უთქვამს, მაგრამ კონტეს „იუვეში“ პირლო არ სურდა. მას უნდოდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მარკიზიოს და ვიდალს ეთამაშათ. თუმცა, შემდეგ ანდრეამ ყველა მოგებულ სკუდეტოში მთავარი წვლილი შეიტანა. ფაქტია, რომ კონტეს ხარისხიანი მოთამაშეები არ მოსწონს. წარმოუდგენელია, რომ „ინტერში“, რომელსაც ძალიან ჩვეულებრივი ნახევარმცველები ჰყავს, კონტე მოედანზე ერიკსენის ადგილს ვერ ხედავს. დანიელი საოცარი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისში ფანტასტიკურად თამაშობდა და მისი შეძენა „რეალსა“ და „ბარსელონას“ უნდოდათ.

პირლო? იტალიაში საუკეთესო და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, რაც მას დაეხმარება. ანდრეა ფენომენია და ახლა გაუმართლა, რომ უკვე ფერარის მართვა დაიწყო. „იუვენტუსი“ სკუდეტოს მთავარი ფავორიტია, რადგან ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, ანტონიო კასანო და ანდრეა პირლო „მილანსა“ და იტალიის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ. რაც შეეხება კონტეს, ის პირლოს მწვრთნელი „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში იყო. როგორც ანდრეა იხსენებს, მწვრთნელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტეს შეხვდა.

0.123728