ფეხბურთი

0:44 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანტონიო კანდრევა "სამპდორიას" ფეხბურთელია

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კანდრევა კარიერას გენუის „სამპდორიაში“ გააგრძელებს. ლიგურიულმა გუნდმა 34 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„სამპდორიამ“ კანდრევას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და 87-ნომრიანი მაისური გადასცა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2016 წლიდან „ინტერში“ თამაშობდა. „ნერაძურის“ რიგებში მან 151 მატჩში 18 გოლი გაიტანა, მანამდე კი რომის „ლაციოში“, „ჩეზენაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „ლივორნოსა“ და „უდინეზეში“ თამაშობდა.

0.121081