22:50 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ლუის ენრიკე დაიმატა

"მარსელმა" ბრაზილიელი 18 წლის ფეხბურთელი ლუის ენრიკე "ტრეს პასოსიდან" დაიმატა. სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ ფრანგებმა 12 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ენრიკე ამპლუით თავდამსხმელია და გასული ორი წელი "ბოტაფოგოში" იჯარის წესით გაატარა. ბრაზილიური კლუბის პირველ გუნდში ლუისმა 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით, ენრიკე ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში არ გამოუძახებიათ. ლუისის სატრანსფერო ღირებულება ხუთი მილიონი ევროა.

0.111329