ავტოსპორტი

4:37 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასი“ მზადაა მიკ შუმახერს ტესტების საშუალება მისცეს

ფორმულა 1-ის ამერიკული გუნდი „ჰაასი“ მზადაა, მიკ შუმახერს და „ფერარის“ აკადემიის პილოტებს, პარასკევის პრაქტიკებზე საკუთარი მანქანით ასპარეზობის საშუალება მისცეს. გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, რომ ეს იდეა მისთვის მისაღებია.

ამერიკული გუნდი „ფერარის“ ძრავებს იყენებს და იტალიურ კომპანიასთან ტექნიკური თანამშრომლობაც აკავშირებს. შტაინერი ამბობს, რომ თუ „ფერარის“ თავისი აკადემიის პილოტების გამოცდა დასჭირდა, ის მზადაა ამ საკითხის განსახილველად.

„ჰაასს“ ამჯამდ პილოტებად ფრანგი რომენ გროჟანი და დანიელი კევინ მაგნუსენი ჰყავს, რომლებსაც კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდებათ და სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევთ.

მიკ შუმახერი კი ფორმულა 2-ის ჩემპიონატის ლიდერია. ამავე სერიაში მეორე ადგილი უკავია „ფერარის“ აკადემიის ბრიტანელ მრბოლ კალუმ ილოტს. ამავე აკადემიის რუსი წევრი რობერტ შვარცმანი კი მეოთხე ადგილზეა.

ფოტოზე: მიკ შუმახერი მუჯელოს რბოლის წინ, მამის, მიხაელ შუმახერის „ფერარი F2004-ის“ ტესტირებისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114686