ფეხბურთი

3:26 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგიდან ჩემპიონი გუნდი კორონავირუსის გამო მოკვეთეს
შოთა არველაძის გუნდი მერვედფინალში გავიდა

აზიის ჩემპიონთა ლიგიდან მოქმედი ჩემპიონი „ალ-ჰილალი“ მოხსნეს. საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთის გუნდში 15 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და „ალ-შაბაბთან“ მატჩისთვის განაცხადში შესაყვანი 13 ფეხბურთელი არ ჰყავდა.

კლუბის აზიის საფეხბურთო ასოციაციას მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს და მიზეზად გადატვირთული კალენდარი დასახელდა. შედეგად, გამონაკლისი არ დაუშვეს და პროტოკოლის თანახმად, „ალ-ჰილალი“ ტურნირიდან მოკვეთეს, მისი აქამდე ნაჩვენები შედეგები განულდა.

სხვათა შორის, B ჯგუფში შოთა არველაძის „ფახთაქორი“ თამაშობდა, რომელმაც „შარ ხოდრუ“ 1:0 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. არველაძეს მოგეხსენებათ, კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდთან ერთად არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116248