სხვა

2:19 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯირო დ’იტალია 2020 - სტარტამდე 10 დღე დარჩა

ველოსპორტის სეზონში როგორც წესი, პირველი ველომარათონი ჯირო დ’იტალიაა ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი აურია. ჯერ ტურ დე ფრანსი ჩატარდა (ორთვიანი დაგვიანებით), მისი დასრულებიდან 2 კვირაში კი სტარტს ჯირო აიღებს.

იტალიური ველომარათონი წელს უჩვეულოდ რთულია - მის მონაწილეებს დროზე სამი რბოლა ელით, მათგან ერთი რბოლას გახსნის, მეორე კი - დახურავს. პირველ ორი კვირაში, მონწილეებს მხოლოდ თითო სამთო ეტაპი ელით. ბოლო კვირაში კი მხოლოდ ერთი რბოლაა სწორზე, დანარჩენები კი მთის ეტაპებია.

ფავორიტი ოთხია: „ინეოს გრენადერსის“ უელსელი გერეინტ თომასი, ვინც გუნდმა ტურზე არ წაიყვანა (რომელიც ერთხელ მოგებული აქვს) და იტალიური რბოლისთვის შემოინახა, მისი ძველი მეტოქე ბრიტანთიდან, სიმონ იეიტსი (მიჩელტონ-სკოტი), რომელმაც ახლახანს თომასი ტირენო-ადრიატიკოზე დაამარცხა და იტალიელი ვინჩენცო ნიბალი (ტრეკ-სეგაფრედო), ასევე ჰოლანდიელი სტივენ კრუისვაიკი (ჯუმბო-ვისმა), რომელმაც შარშან ფრანგული ტური მესამე ადგილზე დაასრულა.

თუმცა, ფავორიტებზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ახლახანს ტურ დე ფრანსი ისეთმა მრბოლმა მოიგო, ვისაც სტარტამდე ფავორიტებში არავინ მოიაზრებდა.

ჯირო დ’იტალია 2020-ის კალენდარი

1-ლი ეტაპი, 3 ოქტომბერი - მონრეალე-პალერმო, 15 კმ (დროზე რბოლა)

მე-2 ეტაპი, 4 ოქტომბერი - ალჩიმო-აგრიჯენტო, 150 კმ (აღმართი)

მე-3 ეტაპი, 5 ოქტომბერი - ენა-ენა, 150 კმ (მთები)

მე-4 ეტაპი, 6 ოქტომბერი - კატანია-ვილაფრანკა, 138 კმ (სწორი)

მე-5 ეტაპი, 7 ოქტომბერი - მილეტო-კამიჯალეტო სილანო, 225 კმ (აღმართი)

მე-6 ეტაპი, 8 ოქტომბერი - კასტროვილარი-მატერა, 188 კმ (აღმართი)

მე-7 ეტაპი, 9 ოქტომბერი - მატერა-ბრინდიზი, 143 კმ (აღმართი)

მე-8 ეტაპი, 10 ოქტომბერი - ჯოვინაცო-ვიესტე, 200 კმ (სწორი)

მე-9 ეტაპი, 11 ოქტომბერი - სან სალვო-როკარასო, 208 კმ (აღმართი)

დასვენების დღე, 12 ოქტომბერი

მე-10 ეტაპი, 13 ოქტომბერი - ლანჩანო-ტორტორეტო, 177 კმ (აღმართი)

მე-11 ეტაპი, 14 ოქტომბერი - პორტო სანტ’ელპიდიო-რიმინი, 182 კმ (სწორი)

მე-12 ეტაპი, 15 ოქტომბერი - ჩესენატიკო-ჩესენატიკო, 204 კმ (აღმართი)

მე-13 ეტაპი, 16 ოქტომბერი - ჩერვია-მონსელიჩე, 192 კმ (სწორი)

მე-14 ეტაპი, 17 ოქტომბერი - კონელიანო-ვალდობიადენე, 33.7 კმ (დროზე რბოლა)

მე-15 ეტაპი, 18 ოქტომბერი - რივოლტო-პიანკავალო, 185 კმ (მთები)

დასვენების დღე, 19 ოქტომბერი

მე-16 ეტაპი, 20 ოქტომბერი - უდინე-ვალდობიადენე, 229 კმ (მთები)

მე-17 ეტაპი, 21 ოქტომბერი - ბასანო დელ გრაპა-მადონა დი კამპილიო, 203 კმ (მთები)

მე-18 ეტაპი, 22 ოქტომბერი - პინცოლო-ლაგი დი ჩანჩანო, 207 კმ (მთები)

მე-18 ეტაპი, 23 ოქტომბერი - მორბენიო-ასტი, 251 კმ (სწორი)

მე-19 ეტაპი, 24 ოქტომბერი - ალბა-სესტრიერე, 200 კმ (მთები)

მე-20 ეტაპი, 25 ოქტომბერი - ჩერნუსკო დი ნავილიო-მილანი, 16.5 კმ (დროზე რბოლა)

0.139188