ფეხბურთი

19:30 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკს "ბაიერნში" მარიო გიოტცეს დაბრუნება უნდა

მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლოა მარიო გიოტცე დაბრუნდეს. Bild-ის ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის დამატება ჰანსი ფლიკს და ბოლო დღეებში კლუბში სერიოზულად განიხილავენ გიოტცეს დაბრუნების შესაძლებლობას.

ჰასან სალიჰამიჯიჩი და ფრანც ბეკენბაუერი წინააღმდეგნი არიან, რომ გიოტცე ისევ მიუნხენში აღმოჩნდეს, მაგრამ ფლიკი სხვა აზრზეა და ფეხბურთელს უკვე ესაუბრა. ისინი ერთად გერმანიის ნაკრებშიც მუშაობდნენ.

გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, ფლიკი კი მიიჩნევს, რომ იავნ პერიშიჩისა და ფელიპე კოუტინიოს შესაცვლელად მხოლოდ ლეროი სანე საკმარისი არ იქნება. ამიტომ, გიოტცეს ვარიანტს განიხილას.

გერმანელი ნახევარმცველი „ბაიერნში“ 2013-2016 წლებში თამაშობდა და 114 თამაშში 36 გოლი გაიტანა. 28 წლის ფეხბურთელი 2009-2013 და 2016-2020 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112922