ფეხბურთი

14:34 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოიესსა და "ვესტ ჰემის" ორ ფეხბურთელს სტადიონი კორონავირუსის გამო დაატოვებინეს

ინგლისის ლიგის თასზე „ვესტ ჰემი“ „ჰალ სიტისთან“ მატჩისთვის ემზადებოდა, როდესაც „ჩაქუჩების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი და ორი ფეხბურთელი, ისა დიოპი და ჯოშ კალენი პირდაპირ სტადიონიდან სახლში წაიყვანეს - კორონავირუსის გამო.

როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამივე მათგანს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდათ:

„სამედიცინო შტაბმა მიიღო ტესტის შედეგები, დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ დევიდ მოიესსა და ორ ფეხბურთელს, რის შედეგადაც დაუყოვნებლივ დატოვეს სტადიონი და დაბრუნდნენ სახლში“, - წერს ლონდონელთა ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი არ გადადებულა - „ვესტ გემმა" "ჰალ სიტის" ადვილად, 5:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.160877