ფეხბურთი

13:59 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსმა" ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

„ლიდს იუნაიტედმა“ „რეალ სოსიედადიდან“ 27 წლის ფეხბურთელი დიეგო ლორენტე დაიმატა. ესპანური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ამ ეტაპზე უცნობია კონტრაქტის დეტალები და ტრანსფერის ფინანსური მხარე.

დიეგო ლორენტე „სოსიედადში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 77 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ესპანელი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც მთავარ გუნდში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ხოლო კარიერის განმავლობაში ასევე იცავდა „რაიო ვალეკანოსა“ და „მალაგას“ ღირსებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118748