ფეხბურთი

23:25 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე კიევის "დინამოსთან" ვერ ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს კიევის „დინამოსთან“ გამოტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად მატჩის წინ ივარჯიშა და გაჩნდა იმედი, რომ თამაშს შეძლებდა, მაგრამ ასე არ იქნება.

როგორც ჩანს, გიორგი ჯერ სათამაშოდ მზად არაა. ყოველშემთხვევაში „ბუფალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა მატჩის 20-კაციან განაცხადში „ჩაკვე“ არ შეიყვანა და მას დრო კიდევ სჭირდება, რომ თამაში შეძლოს.

ჩაკვეტაძემ ტრავმა ერთი კვირის წინ ვენის „რაპიდთან“ მიიღო და თავიდან უფრო სერიოზულ ტრავმასაც ვარაუდობდნენ, მაგრამ ქართველი საწვრთნელ პროცესში უკვე მონაწილეობს.

„გენტი“ კიევის „დინამოს“ 23 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო 6 დღის შემდეგ უკრაინაში მოუწევს თამაში. ხსენებულ დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მფლობელი გაირკვევა.

0.147264