ფეხბურთი

19:58 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ კიევის "დინამოსთან" მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა

კარგი ამბავია ბელგიიდან - გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 21 წლის ქართველმა დღეს კიევის „დინამოსთან“ მატჩის წინ ივარჯიშა, რაც ცხადია, დიდებული ინფორმაციაა.

გიორგიმ ზუსტად ერთი კვირის ვენის „რაპიდთან“ ტრავმა მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ამის გამო 2-3 კვირა უქმობა მოუწევდა. ერთი კვირის თავზე კი ჩვენებურმა ვარჯიში დაიწყო.

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა გიორგის თამაშის შესაძლებლობა: „ვნახოთ, ხვალ უფრო მეტი გვეცოდინება“, - აღნიშნა დე დეკერმა, თუმცა ცოტა ხნის წინ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა და მასში გიორგი არ ფიგურირებს, შესაბამისად, კიეველებთან პირველი თამაში ნამდვილად გაუცდება. ამის მიუხედავად, ცხადია, ვარჯიშის დაწყება უკვე ნიშნავს, რომ თამაშისთის სულ მალე მზად იქნება.

შეგახსენებთ, „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის „დინამოს“ 23 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო ამ გუნდების საპასუხო მატჩი 29 სექტემბერს, უკრაინაში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.114077