ჩოგბურთი

14:18 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა

მისი მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ. ესპანელმა იოლად, ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა ქართველი.

არადა, ნიკა ამ ტურნირის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გახლდათ და როჯერ ფედერერის შემდეგ (შვეიცარიელმა 2004-2005 წლებში იმარჯვა მიჯრით) პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ჰამბურგში ზედიზედ მოახერხა ჩემპიონობა.

ნიკას 12-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდა.

შარშან ფინალში ბასილაშვილმა რუს ანდრეი რუბლიოვს შანსი არ დაუტოვა. შარშანწინ კი გადამწყვეტ მატჩში მოქმედი ჩემპიონი, 31 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103432