ჩოგბურთი

13:18 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსი მოიგო და ნადალის რეკორდი გააუმჯობესა (+VIDEO)

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსი კარიერაში მეხუთედ მოიგო. ფინალში სერბმა ჩოგბურთელმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი ორ სეტში 7:5 6:3 დაამარცხა და ATP მასტერსის 36-ე ტიტულით რაფაელ ნადალის რეკორდი მოხსნა.

შეხვედრა 54 წუთს გაგრძელდა და პირველ სეტში უპირატესობა შვარცმანმა მოიპოვა, რომელიც ორმაგი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა, თუმცა ნოვაკმა მას არაფერი დაუთმო და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული თავად გახდა.

2020 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში ჩატარებული 32 მატჩიდან 31 გამარჯვება და 1 მარცხია. აღნიშნული წაგება სერბს ამერიკის ღია პირველობიდან დისკვალიფიკაციის შედეგად დაუფიქსირდა.

ნოლეს შემდეგი მიზანი საფრანგეთის ღია პირველობაა, რომელიც 21 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135933