ფეხბურთი

10:51 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ მბაპეს არ ეშვება

„ლივერპული“ გამუდმებით კონტაქტზეა „პარის სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავ კილიან მბაპესათან - გვამცნობს Daily Mail. მოგეხსენებათ, ჭაბუკი მსოფლიო ჩემპიონის ხელში ჩაგდება ბევრ ბობოლა კლუბს სურს, მათ შორის უფრო მოწადინებული მადრიდის „რეალია.“ ამიტომ, როცა რამდენიმე დღის წინათ მბაპე „ლივერპულთან“ დააკავშირეს, სერიოზულად ეს ამბავი არავის აღუქვია. მაგრამ, ჩანს, მერსისაიდელებს მტკიცედ გადაუწყეტიათ მბაპეს გადაბირება.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც კილიანმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მომავალ სეზონში გუნდს დატოვებს და კარიერას ინგლისში ან ესპანეთში გააგრძელებს.

კლოპი გაზაფხულზე ამბობდა, რომ ძნელი იქნება მბაპეს დონის მოთამაშის ყიდვა. ყველაფერი დიდ ფულზეა დამოკიდებულიო. მაგრამ წყარო გვატყობინებს, რომ გერმანენლი სპეციალისტი რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით კილიანის მამას ვილფრიდს და მოლაპარაკებით უკმაყოფილო არ ჩანდაო.

0.116033