ფეხბურთი

10:17 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "20 წლის რომ ვყოფილიყავი, კიდევ ორ გოლს გავიტანდი"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ევროპა ლიგაზე „შემროკ როვერსთან“ გოლს სერია A-ს სტარტზე „ბოლონიასთან“ დუბლი მიაყოლა. ნამატჩევს შვედმა ჩვეული განცხადებები გააკეთა.

„კარგად ვარ, ვმუშაობ, ეს უკვე მეორე ოფიციალური მატჩი იყო. მოვიგეთ და მეტი გოლის გატანაც შემეძლო. 20 წლის რომ ვყოფილიყავი, კიდევ ორ გოლს გავიტანდი, მაგრამ საბედნიეროდ, 38 წლის ვარ. ბებერი? არა, არა, ბენჯამინ ბატონივით ვარ, მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა ვკვდები. ჩემი თავი დიდი წნეხის ქვეშ მყავს, მინდა, შეფასება დონით მოვახდინო და არა ასაკით.

გუნდი კარგად მუშაობს, ხედავთ, რომ 100%-ით მზად არ ვართ, ბერი შეცდომა დავუშვით, რომელსაც ჩვეულებრივ არ ვუშვებთ. ყველა ახალგაზრდა კარგად მუშაობს და მისმენს, მათ დისციპლინა აქვთ, იციან რა არის საჭირო კარგი საქმისთვის“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, ზლატანმა „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „როსონერის“ ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106637