კალათბურთი

2:08 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესა 17 ქულით გახსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას 2020-2021 წლების სეზონი წარმატებით დაიწყო გიორგი შერმადინმა და „იბეროსტარ ტენერიფემ“. პირველ ტურში ჩვენებურის გუნდმა „სარაგოსა“ 91:86 დაამარცხა. მატჩის ბედი კი ოვერტაიმში გადაწყდა.

შერმადინმა ამ მოგებაში სოლიდური წვლილი შეიტანა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 32:25 წუთში, 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი (55%) და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო (100%), ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა (27).

„იბეროსტარ ტენერიფეს“ სეზონის სტარტი კარგი გამოუვიდა, მეორე ტურის მატჩს კი 23 სექტემბერს, ბასკეთში, „ბილბაოსთან“ გამართავს.

0.116183