ფეხბურთი

21:35 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა დღეს ტურინში ჩავა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას იბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ესპანელს დღეს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ტურინის კაზელეს აეროპორტში ელოდებიან.

ხვალ დილით მორატა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “იუვესთან“ 1-წლიან საიჯარო კონტრაქტს გააფორმებს. ტურინელები მადრიდის „ატლეტიკოს“ 9 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და ერთი სეზონი ანდრეა პირლოს თანაგუნდელიც იყო. მორატა გონსალო იგუაინს შეცვლის, რომელმაც გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

თავის მხრივ, ესპანელს „ატლეტიკოში“ ლუის სუარესი ჩაანაცვლებს, რომელიც ტურინელთა მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ არაევეროკავშირელის პასპორტის გამო ტრანსფერი ჩაიშალა, ლუისი იტალიის მოქალაქეობის მირებას 6 ოქტომბრამდე ვერ ასწრებდა.

შეგახსენებთ, ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ 2019 წლის ზამთარში შეუერთდა და 62 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

0.113968