ფეხბურთი

16:45 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი "ატლეტიკოში" ითამაშებს: შეთანხმება მიღწეულია

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და კარიერას „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გააგრძელებს.

როგორც Mundo Deportivo წერს, 33 წლის ურუგვაელი კატალონურ გრანდთან კონტრქტს გაწყვეტს და მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

სუარესს „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჩაეშალა, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიის მოქალაქეობის მიღებას ვერ მოასწრებდა. ამასთან, ის აღარც „ბარსელონას“ გეგმებში შედის და რონალდ კუმანმა დანიშვნის პირველივე დღეებში ამის შესახებ აცნობა.

სუარესმა „ბარსელონაში“ 283 თამაში ჩაატარა და 198 გოლი გაიტანა. მანამდე კი „აიაქსისა“ და „ლივერპულის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112807