ფეხბურთი

23:21 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ მესის შესახებ

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ, ჟურნალისტებს მისი ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე ესაუბრა.

„კლუბის პრეზიდენტი ვარ და ლეოს არ დავუპირისპირდები. ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მესისის თამაში ყველაფერზე მეტყველებს. ახლა კუმანის ახალ პროექტშია ჩართული. მისი თოთქოს წასვლის ამბავი, უკვე განვლილი ეტაპია. არ დავუშვებ არგენტინელის გუნდიდან წასვლას, ის ხომ მსოფლიოში საუკეთესოა. გვინდა, რომ მუშაობა ჩვენთან გააგრძელოს. კუმანისთვის მისი ყოფნა ხომ წარმატების საწინდარია.

ლეომ თქვა, რომ მე სიტყვა დავარღვიე? არ შევეკამათები. ყველაფერს პირისპირ გავარკვევთ და არა საჯაროდ. უნდა გვიხაროდეს, რომ “ბარსელონაში“ დარჩა.“ -ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს Mundo Deportivo.

0.15649